სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მფლობელის (Product Owner) პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- სქუადის მფლობელობაში არსებული პროდუქტის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და განვითარებასთან დაკავშირებული გეგმის ჩამოყალიბება;
- დაინტერესებული მხარეებისგან (Stakeholders) ახალი პროდუქტის დანერგვასთან ან/და ახალი პროექტის შესრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეგროვება, ჩამოყალიბება, User Story-ებად გარდაქმნა და შეთანხმება ყველა დაინტერესებულ მხარესთან;
- დაინტერესებულ მხარეებთან (Stakeholders) ერთად თითოეული კვარტლის ჭრილში შესასრულებელი ამოცანების დაგეგმვა და დაპრიორიტეტება;
- Backlog-ის მართვა, რომელიც მოიცავს საკითხების პრიორიტეტიზაციას და მუდმივ გაუმჯობესებას (შექმნა, გადახედვა, განახლება, რეპრიორიტეტიზაცია);
- გუნდის წევრებისთვის Backlog-ში შემავალი ამოცანების ცხადად და გასაგებად ახსნა;
- გუნდის წევრების მხარდაჭერა/კოორდინაცია დეველოპმენტის/კონფიგურაციის/ტესტირების პროცესში;
- ამოცანების შესრულების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დროს გუნდის აქტიური მხარდაჭერა.
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- დაინტერესებული მხარეების (Stakeholders) მოლოდინების, დროისა და პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;
- ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება:
- Fintech / Payment სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
- ვენდორებზე დამოკიდებულ გარემოში მუშაობის გამოცდილებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი, 2026 წელი.